სიკვდილის შიში ,.,.,.

თითოეული ადამიანი ადრე თუ გვიან უსვამს თავის თავს კითხვას: რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ნუთუ ყველაფერი დამთავრდება ბოლო ამოსუნთქვის დროს? თუ სიკვდილის მერე ისვ გავაგრძელებ ცხოვრებას?
ჩვენ ყოველთვის გვეშინოდა სიკვდილის ახლაც გვეშინია და ყოველთვის შეგვეშინდება მისი…
ნუთუ არსებობს სიკვდილის შემდეგ ცხოვრება? ალბათ სანამ არსებობს კაცობრიობა, ამ შეკითხვას დაუსვამს თავის თავს ყველა ისევ, ისევ და ისევ…

ცხოვრება მუდმივ შიშში სიკვდილის მოახლოებაზე, სულაც არ არის ცხოვრება… ამ შიშს ჩვენ ყოველთვის ვმალავთ: გავურბივართ მასზე ფიქრს, ვმალავთ ჩვენი თავისაგან და სხვასაც ვუმალავთ, მაგრამ გულის სიღრმეში ის მაინც გვახსენებს თავს.
სიკვდილზე საუბარი- ყოველთვის არასასიამოვნოა, მასზე ფიქრის დროსაც ცუდი შეგრძნება გვეუფლება… როდესაც ჩვენ გვესმის “ვიღაც მოკვდა,.. ვიღაც გარდაიცვალა…” მაშინვე ამ სიტყვას “ვაგდებთ” ჩვენი გონებიდან. იქ, სადაც მისი გაგონება შეუძლებელია, მაგრამ ძალაუნებურად მაინც ვფიქრობთ. ის ახლა “იქააა” ადრე თუ გვიან მეც ხომ იქ ვიქნები…

დააფასეთ ცხოვრება და დატკბით ყოველი წამით წუთით, საათით, დღით რომელიც თქვენ გაქვთ.. ეს წუთისოფელი ხომ ასეთი ხანმოკლეა…

დატოვე კომენტარი