)

მარის ბლოგი

ჩვენ კლაში სწავლობს 22 ბავშვი .
ჩემი კლასი მრავალფერივანია არცერთი მოსწავლე არ გავს იდენტურად ერთმანეთს  .
მე  2 სკოლა  გამოვიცვალე და უკვე 3 სკოლაშო ვსწავლობ და ერთ რამეს მივხვდი რომ ყველა კლასი
გავს ერთმანეთს კლასში  არის ერთიდაიგივე სიტვაცია შეიძლება ეს ვინმემ ვერ გაიგოს მე რასაც ვგულისხომ მაბრამ ვფიქრობ რომ ყველა კლასი გავს ერთმანეთს ცოტათიმაინც ეხლა მე დაგიხასითებთ ჩემს კლასელებს  :))

მოდი დავიწყოთ ბავშვების დახასიათებით

ბაჩო ბეჟიტაშვილი : (მარი სახოკი)ცუღლუტი   :დ:დ კარგი ბავშვია ძალიან ხუმარა და ზედმეტად არასერიოზული დიდათ არ იკლავს სწავლით თავს .

ჯანა გაჩეჩილაჩე :  (მარი სახოლია )ძალიან ლამაზი და კარგი გოგოა მე პირადად ეს ბავშვი ძალიან მომწონს აქვს ძალიან ლამაზი თვალები .
მარი გოგოლაძე :    (მარი სახოლია ) ძალიან  კარგი  ბავშვია სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა საყვარელი ბავშვია .
ბარბარე ელბაქიძე :    (მარი სახოლია ) კარგი ბავშვია  რაღაც ძალიან გულჩათხრობილი მეჩვენება ბევრი რამ არ ვიცი მასზე მაგრამ კარგი გოგოა .
ნუცა კობაიძე : (მარი) ძალიან კარგი ბავშვია ის…

View original post 457 more words

პირელი სიყვარული … <3

იყო ერთი ლამაზი გოგონა ელენე  .  6 წლის იყო და დედას სკოლაში უნდა მიეყვანა.  ელენეს  სკოლაში წასვლა ძალიან უნდოდა და მოუთბენლად  ელოდა   იმ დღეს როდესაც სკოლის კარებს შეაღებდა და მოსწავლე გახდებოდა ეს დღეც დადგა  დილით 6 საათზე გაეღვიძა. ისე ნერიულობდა რომ ღამე წესიერად არც კი ძინებია , ადგა ჩაიცვა, ხელპირი დაიბანა, ისაუზმა და ჩანთა მოიკიდა დედამ  ხელი       მოკიდა და სკოლაში წაიყვანა .  სკოლას მიუახლოვდნენ,  ელენე და მისი დედა ტრანსპორტიდან ჩამოვიდნენ  სკოლის კარებს მიუახლოვდნენ და შიგ შევიდნენ მშობლებს არ უშვბდნენ ამიტომ რუსუდანი არ შეუშვეს ელენეს გული დაწყდა  და დედას ხელი გაუშვა კლასში შევიდა დაჯდა მის ადგილას ჩანთიდან წიგნები ამოალაგა და წყნარად მოთავსდა მის ადგილას გვერძე ერთი ბიჭი მიუჯდა სახელად ნიკა  . დამრიგებელმა  ბავშვები გაიცნო  პირველი ფოტოც გადაიღეს და ერთმანეთი გაიცვნეს .  დამრიდებელმა სალომემ შეატყო რომ პატარა  ელენე და ნიკა  ძალიან თბილად უყურებდნენ ერთმანეთს . ზარიც დაირეკა რუსო ელენეს სკოლის წინ ელოდა ელენე გამოვიდა და დედისკენ ისე ძლიერ გაექანა რომ რუსომ წონასწორობა დაკარგა
და კინაღამ წაიქცა რუსომაც აკოცა და  ჰკითხა
– როგორ მოგეწონა შენი პირველი დღე სკოლაში?
– დე სკოლა ძალიან კარგია, კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები მყავს .
ელენეს მისი ცისფერი თვალები  უბრწყინავდა  . სახლში მივიდნენ  ელენე იმ დღეს ძალიან დაბნეული იყო დედა
მიუახლოვდა და ჰკითხა შემთხევით ვინმე ხომ არ მოგწონს ჩემო პატარა პრინცესა ?
ელენე გაიღიმა და თავის ოთახში შევარდა კარები მოკეტა და მის დათუჩას ჩაეხუტა .  იმ დღეს ელენე ძალიან გვიან დაწვა მთელი ღამე იმ პატარა ბიჭზე ფიქრობდა მართალია ელენე  პატარა იყო მაგრამ თითქოს რაღაც   გრნობა დაუფლებოდა მის გლს ის კი ვერ ხვდებოდა რა იყო ის . დილით დედან ძლივს გააღვიძა ელენე  და სასწრაფოდ გააქანა სკოლაში . ისე მისადგილას დაჯდა ელენე  და დაინახა მის მერხზე წარწერა მე შენ მიყარხარ (ამის დაწერაში დამრიგებელი დაეხმარა ). იმ დღიდან ნიკა არ გამოჩენილა.  დამრიგებელი ატყობდა პატარა გოგოს გულის ტკივილს, ახლოს მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა ეს პირველი  სიყვარულია პატარავ იმ დღიდან დაიყწო ელენემ ფიქრი თუ რაიყო სიყვარული ყველას ეკითხებოდა მაგრამ ყველასგან სხვადასხვა პასუხს იღებდა
ასე წამოიზარდა პატარა  ელენე  უკვე  9 კლასში იყო .   მისმა კლასელმა მარიმ  სკოლაში ბავშვობის ფოტო მიიტანა  ყველა მიესია ამ ფოტოს იცინოდნენ იმ დროს იხსენებდნენ  ყელა მის თავს უყურებდა ერთადერთი ელენე შესცქეროდა ნიკას და თან სახეზე რაღაც იდუმალი ღიმილი ეფინა  .  სახლშ მივიდა კომპიუტერი ჩართო  facebook-ში  შევიდა და რა ნახა ნიკას მეგობრობის თხოვნა გამოეგზავნა ელენემ  სიხარული  ვეღარ დამალა უცებ მანაც დაამატა შევიდა და მისი ფოტოები დაათვალიერა სულ არიყო შეცვლილი  .  ელენე ელოდა თუ როდის მოწერდა  ნიკა მას  3  დღის განმავლობში ნიკა არც შემოსულა და არც წერილი მიუწერია ელენესათვის  .
მეოთხე დღეს კი  როდესაც ელენე  შევიდა  facebook-ში   დაინახა ნიკას მოწერილი  ხელი აუკანკალდა და გახსნა მონაწერი
“ელენე როგორ ხარ ? შეიძლება დაგავიწყდი მაგრამ მე ამ წლების მანძილზე არცერთი დღე არ დამვიწყებიხარ  იმ დღეს გახოვს ჩენი დამრიგებელი სალომე მან მითხრა რომ  ეს პირველი სიყვარული იყო მე  წარწერა დაიწერე მერხზე რომელშიც სალომე დამეხმარა  . იმ ღიდან  დავიწყე ძიება იმისა თუ რაარის სიყარული  მაგრამ  ყველას თავისებური წარმოდგენა ჰქონდა  სიყვარულზე  . არსდროს დამავიწყდება შენი იდუმალი და დაბნეული თვალები  მინდა კიდევ გნახო შენ ჩემი პირელი სიყვარული ხარ ”  ელენე ძალიან დაიბნა   არიცოდა რა მიეწერა  და საერთოდ არაფერი მიუწერია მეორე დღეს ელენე ისევ შევიდა  facebook-ში  და დაიწყო მიწერა
_როგორ არ მახსოვხარ  მეც იმ დღიდან  დავიწყე ძიება სიყვარულის შესახებ და განსხვავებულ პასუხებს ვიღებდი  .
_როგორ მინდა კიდევ გნახო იცი საერთოდ არ ხარ შეცვლილი
_მართლა  ? შენც ასევე ხვალ რომ გნახო გაწყობს  ?
_ კი როგორ არა და სად გნახო ?
_ სკოლასთან რომ მოხვიდე ? .
_კარგი ხვალამდე .
გათენდა  დილა   ხუთშაბათი დღე  იყო . ელენე ადგა დილით სკოლაში  წავიდა   . 
ელენე ისეთი გათიშული იყო რომ გამოსვლის ზარის დარეკვა ვერც კი იგრძნო   იჯდა და  თავი მერხზე ედო .
ნიკა სკოლაში შემოვიდა გაიკითხა ელენეს კლასი და უთხრეს თუ რომელი კლასი იყო  ნიკა შევიდა დაინახა ელენე თავი მერხზე ედო
გაიღიმა მიუახლოვდა  , გვერდით მიუჯდა და თავზე აკოცა უცებ ამოიხედა  ელენემ და თვალწინ დაუდგა  პატარაობა ზუსტად ისე უყურებდნენ ერთმანეთს როგორც მაშინ პირველ კლასში  10 წუთი გათიშულები ერთმანეთს უყურებდნენ მერე ნიკა ელენეს მოეხვია და ყურში ჩასჩურჩულა “ისევ მიყვარხარ ” ელენემ ხმა ვეღარ ამოიღო თავი დაბლა ჩაწია და დაიღიმა მერე სიევ ამოხედა და უთხრა
იცი მეც მიყვარხარ  .   ამ დროს სკოლის დამლაგებელი შემოვიდა და უთხრა  თუშეიძლება დატოვეთ კლასი უნდა მივალაგო .
ნიკა და ელნე  გამოვიდნენ  ცოტა ხანს ისევ უყურეს ერთმანეთს და მერე სახლში წავიდნენ  .
ასე გრძელდებოდა  1 თვე ყოველდღე შეხვედრა სკოლასთან შემდეგ სეირნობა სკვერში და უსასრულო საჩუქრები    .
ყოველ დღე სკოლის დამთავრებისას ელენეს  ეზოში ნიკა ხვდებოდა   . ერთ დღეს  (17 აპრილი სამშაბათი )როდესაც ელენეს სკოლა დაუმთავრდა  სკოლასთან  ნიკა აღარ იდგა  დიდხანს ელოდა მაგრამ ნიკა არ გამოჩენილა  ეწყინა თუ ვერ მოდიოდა რატომ არ შემატყობინაო სახლში მივიდა კომპიუტერი ჩართო შევიდა  facebook-ში და ელოდა ნიკას თუ როდის შემოვიდოდა ნიკა არ ჩანდა გაისმა ზარი  კარები გააღო და  დაინახა ნიკა უდიდესი ვარდების კონით და უთხრა მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ  მიუახლოვდა თვალებში ჩახედა და აკოცა ეს იყო ელენეს პირველი კოცნა .  მეორე დღეს ელენე ისვე ელოდა სკოლასთან  შემდეგ სახლში ელოდა მერე ესემესს ელოდებოდა მაგრამ ნიკა არ გამოჩენილა ასე გრძელდებოდა 1 კვირა. ერთ დღეს გაისმა ზარი  მოვიდა  ნიკას მეგობარი და ელენეს უთხრა ნიკას აღარ დაელოდო ის აღარ გამოჩნდებაო და წაიდა . ელენემ  ტირილი ატეხა აინტერესებდა თურატომ მოექცა ასე  ნიკა ელოდა კიდევ შემდეგ წერილს მაგრამ არაფერი ჩანდა . დიდი ხანი გავიდა  7 წელი ელენე გათხოვდა ცოლად გაყვა გიორგის  მალე შვილებიც ეყოლა 2 შილი ერთ შვილს ნიკა დაარქვაის ის 17 აპრილს დიბადა იმ დღეს როდესაც ელენემ პირველად აკოცა ნიკას . მეორე გოგო იყო და დედის სახელი რუსო დარქვა .  გიორგის და ელენეს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ მაგრამ ის გრძნობა პირველი სიყვარულისა არასდროს  განუცდია ელენეს გიორგისთან , მაგრამ მაინც ბედნიერები იყვნენ მის შილებთან ერთად . გიორგის არსდროს უღალატია ელენესტვის არც ელენეს გიორგისთვის ისინი ძალიან დიდხანს ცხოვრობდნენ ერთად  .  დიდი დრო გავიდა ბავშვები წამოიზარდნენ  ელენე უკვე 40 წლის იყო .
17 აპრილიიყო ნიკას (მისი შვილის)დაბადების დღე  ელენემ მის შვილს დაბადებისღე რესტორანში გადაუხადა უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი  . ყველა ბედნიერი იყო.  უცებ მოვიდა ერთი ქალბატონი ელენესთან და უთხრა გარეთ ვიღაც გელოდებაო ელენე გავიდა გარეთ და დაინახა ვიღაც ძალიან მოხუცი ქალბატონი ელენემ ჰკითხა ვინ ბრძანდებით ?
– მე ნიკას დედა გახლავართ ნინა ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი რომ გაწუხებ შენთან ძალია დიდი სათოვარი მაქვს
– ელენე გაოცდა ცრემლები წამოუვიდა და ჰკითხა კიმაგრამ მე რაუნდა მთხოვოთ ?
– გახსოვს ის დღე როდესაც ნიკას მეგობარი მოიდა?
– კი როგორარა რადამავიწყებს იმ დღეს
– მისი მეგობარი მე გამოვგზავნე  მაპატიე ელენე მინდოდა რომ ჩემი შვილს სხვა შეყვარებოდა   ეს გაიგო  ნიკამ ღამე და შენთან წამოსვლა უნდოდა მანქალა დაქოა და შენთან წამოვიდა  მე ვცადე მისი გაჩერება მაგრამ ვერ შევძელი  ძალიან გაბრაზებული იყო  ჩემზე . მანქანას ძალიან ჩქარა ატარებდა და ავარიაში მოყვა   იქ ვიღაცამ საავადმყოფოში მიიყვანა მე რომ მივედი გათიშული იყო   რეანიმაციაში ყავდათ  წაყვანილი ექიმი გამოვიდა და მითხრა რომ კომაშაო მის მერე არ გამოფხიზლებულა ექიმები მიმტკიცებდნენ რომ აზრი არ ქონდა  და აპარატი უნდა გამოეთიშათ მაგრამ არ ადავანებე დღეს პირველად გაახილა თვალი და შენი სახელი წარმოთქვა ვიცი რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებს და გთხოვ წამომყვე  ძალიან გთხოვ მაპატიე ის ჩემი შვილია და მინდა რომ ბოლო ოცნება მაინც ავუსრულო შენი ნახვაუნდა ძალიან გთხოვ .
ელენე ბოლოხმაზე მოთქვამდა უცებ შვილი და ქმარი ნიკამ გამოვიდა და დედას უთხრა  დედა შემოდი რა ტორტი უნდა გავჭრად და მინდა რომ შენც ჩემთან იყო შენ ყველაზე მნიშვნელოვანიხარ ჩემთვის უშენოდ არ ჩავაქრობ სანტელსო  აი მაშინ ელენემ არიცოდა რაექნა  ცუდად გახდა უწევდა არჩევნის გაკეთება .
შვილს მოეხუტა და უთრა  მაპატიე უნდა წავიდე მაგრამ გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ  იცი რომ ამ დაბადებოს დღეს ჩაგაშხამებ მაგრამ მაშინ როდესაც გაიგებ თუ რატომ მოვიქეცი ასე ალბათ მაპატიებ .  სასწრაფოდ მივიდა საავადმყოფოში შევიდა ნიკას პალატაში
ცრემლებით გაჟღენთილი ამდენიხნის მერე ისევ შეხვდა მის პირველს სიყვარულს ნიკამ უთხრა გთხოვ ახლოს მოდი ელენეც მიუახლოვდა   ნიკასაც მოსდიოდა ცრემლები და და ყვიროდა მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ ყველაზე მეტად
მაგრამ  მაინც ვერ მივიღე პასუხი თურაარის სიყვარული ელენე მივიდა აკოცა და უთრა არასდროს მეორდება პირველი სიყვარული .  იგრძნო რომ  ნიკა აღარ სუნთქავდა   .  ელენეს არასდროს უნანია რომ არჩევანი გააკეთა მის შვილსა და მის პირველ სიყვარულს შორის .

უბედურება თუ უბრალოდ დაუკმაყოფილება ….

ბევრჯერ უკმაყოფილო ხარ შენი ცხოვრებით, არაფასებ მას რაც გაქვს და ვერხვდები რომ შენი მდგომარეობა ზოგისთვის საოცნებოა .
მაგალითად რომელიმე მაღაზიაში ნახე ძალიან მაგარი ჩანთა და ვერ ყიდულობ ან ფეხსაცმელი რომელიც მოგეწონა გაიყიდა, შენი საოცნებო მანქანა არ გყავს და კიდევ ბევრი რამ მაგრამ ეს ხომ უბრალოდ შენი უკმაყოფილებაა და არა უბედურება.
ფიქრობ რომ არ ხარ ბედნიერი მაგრამ ვერ აცნობიერებ რაარის უბედურება
ფიქრობ რადგან რაღაცას ვერ ყიდულობ ხარ ღარიბი მაგრამ ვერაცნობიერებ რაარის სიღარიბე


ფიქრობ რომ ბევრი მეგობარი არ გყავს მაგრამ ვერ ხვდები რომ ზოგს საერთოდ არ ყავავს მეგობარი .
ფიქრობ რომ შენი ცოვრება წვალბეაა ? მაგრან იცი რააარის ნამდვილი წვალება ?
ბევრჯერ უკმაყოფილოხარ ისეთი ფაქტით რაზეც ოცნებობს სხვა .
ყოველთვის იმაზე მეტი გინდა რაც გაქ არასდროს კმაყოფილდები და მეტი და მეტი გინდა განა ვინმეს ვამტყუნებ მეცასევარ მეტი ყოველთვის მასზე მეტი მინდა რაც გამაჩნია განა ეს ცუდია უბრალოდ ხანდახან უნდა მიიხედმოიხედო შენს ირგვლივ და დაინახო შენს იქით სხვაც .
სანამ თვით არ განიცდი ნამდვილ უბედურებას ვერანაალიზებ თუ რაბედნიერიხარ ასეა ყველა ჩვენგანი .

ფსიქოლოგია :))

ყოველთვის გიჟური აზრების მქონემ ერთ დღეს აზრმა გამიელვა თავში  ფსიქოლოგი უნდა გამოვიდე. 🙂
ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ფსიქოლოგია , მინდა რომ ადამიანს ფსიქოლოგიურად დავეხმარო 🙂 მიყვარს როდესაც ადამიანი მის წუხილს მიზიარებს და მე მას კარგ რჩევებს ვაძლევ ვეხმარები ფსიქოლოგიურად და მდგომარეობიდან გამომყავს როგორც მასე ასევე მე მგვრის სიამოვნებას ეს ფაქტი . 🙂
მაინტერესებს თუ როგორია ბავშვის ფსიქოლოგია , ქალის ფსიქოლოგია , კაცის ,მოხუცის და ა.შ.

რა არის ფსიქოლოგია ?
ფსიქოლოგიაზე სხვადასხვა იმფორმაციები მოვიდძიე .

ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს ”სულის შესახებ”, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.
ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება.
შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ?
თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა ”რატომ?” ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად გულისხმობს.

ჩემი ხასიათი :)

ბოლომდე არავინ მიცნობს ხანდახან მგონია რომ თვით მეც კი ვერ გავერკვიე ჩემს ხასაითებში. 🙂
ბევრი დადებითი და ბერვრი უარყოფითი თვისება მახასითებს როგორც ყველა ადამიანს .
ყოველთვის უცნაური ადამიანი ვიყავი ჩემს ასაკს არასდროს ვამართლებდი როგორც გარეგნობით 🙂
ისევე ფიქრებით გონებით და ა.შ
არასდროს მიცხოვრია პატარა ბავშვის ცხოვრებით არც პატარაობაში არასდროს მიტაცებდა სათამაშოები ,
თოჯინები ან ბარბები არმიყვარდა არარეალური ცხოვრება ზღაპრები და ჯადოსნური ქვეყნები . ყოველთვის ისეთ საკითხებზე
ვფიქრობდი რაც ჩესმ ასაკს არ შეესაბამებოდა.
არასდროს მომწონდა : Hannan montana , justin biber, Selena Gomez, Disney Channel …
არმიყვარს მუსიკის მოსმენა რაც ბევრს უკვირს 🙂 ამიტომაც გამორჩეული მომღერალი არ მყავს თუ რამე სიღერას ვნახავ და მომეწონება 2 დღის განმავლობაში შეიძლება მოვუსმინო რამოდენიმეჯერ და დავამთავრო ასე 🙂 არმიყვარს მძიმე და ძალიან ხმაურიანი მუსიკები განსაკუთრებით როკი . ყოველთვის არანორმალური გატაცებები მიტაცებს 🙂 ასევე არ მიყვარს აუსრულებელ ოცნებაზე ოცნება 🙂 ყოველთვის ვნატრობ იმაზე რაც შესაძლებელია . ყოველთვის შემიძლია მოვუსმინო ადამიანს გავუგო და დავეხმარო მაგრამ ჩემი გულის ნადებს არასდროს არავის ვუმხელ .
ჩემი ჰოროსკოქი ვერძია და კარგად ვამართლებ :)) ძალიან ბევრი რამ ემთხვევა .

მოგიყვებით ჩემს ხასიათზე ჰოროსკოპის დახმარებით :))

ასეთი ადამიანები უდარდელნი, დაუცხრომელნი, პატივმოყვარენი და მიზანსწარფულნი არიან.ვერძის სიმბოლო — ვაცია; ცხოველი, რომელიც ყველაფრისკენ თავით მიდის და ყველა ადამიანს, ვისაც კი ოდესმე ვერძთან ურთიერთობა ჰქონია, იცის, რომ ისინი მიზნისთვის ვაცებივით იღვწიან. :)ამას გარდა, ვერძი ზოდიაქოს პირველი ცეცხლის ნიშანია, რაც მის აქტიურობას კიდევ უფრო ზრდის. ახალგაზრდა ვერძი მეომარია,რომელიც დაუცხრომელი და ბრძოლის მოსურნეა; მაშინაც კი, როცა ამის გამოცდილება არ აქვს. ვერძის პიროვნებაში არის ახალგაზრდული გულუბყვრილობ. . მათ სურთ, რომ ყველა საქმე სწრაფად კეთდებოდეს მოთმინება კი იშვიათად ჰყოფნით. ისინი იდეალისტები და რომანტიკოსები არიან სამწუხაროდ, ვერძებს იშვიათად ამახსოვრდებათ წარსულის გამოცდილება და ამიტომაც, ბევრი შეურაცხყოფის და წარუმატებლობის შემდეგ, ხშირად ინარჩუნებენ ნდობას.მათ გააჩნიათ აუხსნელი ორიგინალურობა.მაშინაც კი, როცა ისინი გაბრაზებულები და გაავებულები არიან, მათ შეუძლიათ მეორე დღესვე დაივიწყონ ყველაფერი. იშვიათად კარგავენ დროს დაფიქრებაზე.ვერძები კეთილშობილნი არიან და არ შეუძლიათ, გაჭირვებისას დასახმარებლად არ მივიდნენ. ქალები ვერ იტანენ ვულგარულობასა და უხამსობას. ის ნამდვილი მეგობარია თანამგრძნობიარეა, მზრუნველი. გაჭირვებისა და უბედურების დროს მუდამ მხარში გიდგას. მას შეგიძლიათ მიენდოთ .

ამის გარდა კიდევ ბევრი იყო მაგრამ ამოვიწერე ის იმფორმაცია როგორიც ნამდვილად ვარ . 🙂

მე არ მომწონს ბევრი რამ არმომწონს რომ ჭყენას ადვილად ვივიწყებ შემიძლია 2 დღეში ძალიან ადვილად დავივიწყო წყენა

პოპულარობა …


მსოფლიოში უამრავი ადამიანი ოცნებობს, გახდეს ცნობილი. ჟურნალისტები, კამერა, ფული, ყურადღება, აღიარება – ეს ხომ საოცრებაა.. ვინ არ მოინდომებს, იყოს საზოგადოებაში დაფასებული? თანამედროვეობაში ეს არც ისე შეუძლებელი ჩანს, მთავარია ცოტაოდენი ფხა გამოიჩინო და სულ მოკლე დროში მილიონობით ადამიანი გაგიცნობს. XXI საუკუნეში რამდენიმე შედარებით მარტივი ხერხიც გამოიკვეთა ამის მისაღწევად.

1. სატელევიზიო შოუ

შოუ, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა ადევნებს თვალს, თავისთავად გაქცევს პოპულარულად. მთავარია რაღაც ისეთი გქონდეს, რომ ჟიური დააინტერესო და აგირჩიონ. ხშირად ტალანტი სულაც არაა საჭირო. ინგლისელი გოგონა ჯეიდ გუდი 21 წლის იყო, როცა ბრიტანულ რეალითი შოუში “Big Brother” მიიღო მონაწილეობა. მას არანაირი განსაკუთრებული მონაცემი არ ჰქონდა. ბილწსიტყვაობდა ხშირად და გამოირჩეოდა რასისტული ფრაზებით. 1 წლის შემდეგ ის დაასახელეს რიგით მეოთხე ყველაზე სამარცხვინო ბრიტანელად. თუმცა რაც უნდოდა, ის მიიღო – ათეულობით მილიონი ადამიანისთვის ცნობადი სახე გახდა.
ხოლო თუ ნიჭიერი ხარ, წარმატება მალევე მოვა: ლეონა ლუისმა ბრიტანულ შოუში “The X Factor” გაიმარჯვა 2006 წელს, რამაც მომღერლის კარიერისკენ გზა გაუკაფა. მას დღემდე 6,5 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

2. გმირობა
თუმცა ერთი ქვეპუნქტი უნდა მივამატოთ – შესაფერის დროს და შესაფერის ადგილას, თორემ შეიძლება ამის შესახებ ვერავინ შეიტყოს. ნიუ-იორკელ ვესლი ოტრის შვილები მოჰყავდა სკოლიდან, როცა დაინახა, შემთხვევით როგორ წაბორძიკდა 20 წლის სტუდენტი ბიჭი კამერონ ჰელოპტერი და ლიანდაგზე დაეცა (მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა). რომ არა ვესლის მამაცური საქციელი, მას ვერაფერი იხსნიდა – ვესლი დაუფიქრებლად მივარდა, ხელები ჩაჭიდა და უკან გამოათრია. ის-ის იყო, ლიანდაგიდან გადმოვიდნენ, რომ მატარებელმა ცხვირწინ ჩაუქროლათ. ვესლი შეამკეს მსგავსი ეპითეტებით: “ლიანდაგის სუპერმენი”, “მეტროს სამარიტელი”, “ჰარლემის გმირი” და ა.შ. გაზეთმა “Time” ის დაასახელა 2007 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანში.

3. მსოფლიო რეკორდი
თუკი ერთხელ მაინც აგიღიათ ხელში გინესის რეკორდების წიგნი და გადაგიფურცლავთ, მრავლად წააწყდებოდით მასში უკიდურესად უცნაურ და თითქოს არაფრისმომცემ რეკორდებს. მაშინვე ჩნდება კითხვა – რისთვის? რა საჭირო იყო ეს? პასუხი მარტივია – რაც უფრო უცნაურია და ზოგჯერ უაზროც რეკორდი, მით უფრო ხშირად გახსენებენ და ცნობილი გახდები. მსგავსი ხერხია ასევე მონაწილეობის მიღება ისეთ შოუებში, როგორიცაა “Britain’s Got Talent”. გინდაც წარუმატებელი იყოს თქვენი ცდა, მაინც დიდია შანსი რომ პოპულარული გახდეთ. ამაში როგორც წესი, დათვურ სამსახურს საიტი იუტუბი გაგიწევთ.

4. საავტორო უფლებების დარღვევაეძებეთ
ეძებთ და აღმოაჩინეთ ისეთი რამ, რაც კარგი ნამუშევარია, მაგრამ ფართო მასებისთვის უცნობია, მაგალითად სიმღერა და მიითვისეთ. მითვისებას დიდი მოხერხება არ სჭირდება. ებრაელი სიმღერების ავტორი ნაომი შემერი დაადანაშაულეს იმაში, რომ ცნობილი სიმღერა ოქროს იერუსალიმი იავნანიდან გადმოიღო. ბევრი ბრალდება შეხვდა, თუმცა ნაომიმ უკან არ დაიხია და სიკვდილამდე არ უღიარება პლაგიატობა.

5. ურთიერთობა “სელებრითებთან”
თუკი მოახერხებთ და დაუახლოვდებით რომელიმე ცნობილ სახეს, ჟურნალისტების ყურადღების არეალში უმალ მოექცევით. ხოლო თუ ფხასაც გამოიჩენთ და მასზე დაქორწინდებით, ფინანსურადაც იხეირებთ. ყველაზე კარგი ვარიანტია, თუ ეს სახე დიდი ჭკუით ვერ დაიკვეხნის, სურათზე გამოსახულის არ იყოს

6. გამოგონება
ეს კი ცოტა რთული გზაა. დაძაბო ტვინის ხვეულები და მოიფიქრო ისეთი რამ, რითაც მსოფლიოს აღაფრთოვანებ. თითქოს მნიშვნელოვანი აღმოჩენები უკვე გაკეთდა, დროის მანქანა და მისთანანი კი ჯერჯერობით ფუტურისტულ იდეებს მიეკუთვნება. მიმოიხედეთ გარშემო – არაფერი გაღიზიანებთ? იქნებ არის ასეთი რამ და მისი გადაჭრის ხერხზე იფიქროთ? ყველაზე კარგი საშუალებაა ჯერჯერობით უკურნებელი დაავადების ვაქცინის პოვნა, ასე რომ შეგიძლიათ თეთრი ხელთათმანები წამოიცვათ, კოლბები და თაგვები მოიმარაგოთ და მყუდრო გარემო შეიქმნათ ექსპერიმენტებისთვის.
პატარა რჩევა: დიდი აღმოჩენების უმეტესობა შემთხვევითობის შედეგია, ამიტომ გამოიყენეთ ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდებათ.

7. პოლიტიკა

თუკი ლაპარაკი და არარეალურ დაპირებებზე საათობით საუბარი არ გეზარებათ, შეგიძლიათ პოლიტიკაში სცადოთ ბედი. არაა აუცილებელი, რაიმე მაღალი თანამდებობა დაიკავოთ, პოპულარული ისეც შეიძლება გახდეთ. თუმცა ჯორჯ ბუში უმცროსის მაგალითს თუ ავიღებთ, დიდი ინტელექტი არ ყოფილა აუცილებელი ქვეყნის სათავეში მოსვლისთვის და მის სამართავად – მისი IQ 125 ქულას შეადგენს.

8. ბესტსელერი

დაწერეთ რაიმე წიგნი , ვინ იცის იქნებ პოპულარული გახდეს. ამგვარად გამდიდრებული ადამიანები ხშირად ბევრ სხვა სფეროს წარმომადგენლებს ჯობნიან პოპულარობაში. მაგალითისთვის ჯოან როულინგიც გამოდგება. 2010 წლის ფორბსის მონაცემით, ის უკვე მილიარდერია. “ჰარი პოტერის” სერიებიდან მსოფლიო მასშტაბით 400 მილიონზე მეტი წიგნია გაყიდული. მაგრამ სანამ წერას დაიწყებდა, რიგითი, ღარიბი ადამიანი იყო. “ჰარი პოტერის” პირველი წიგნის ბევრი მონაკვეთი კაფეებში, ხელსახოცებზე [“სალფეთქებზე”] აქვს დაწერილი.

…..სიყვარული ….

სიყვარული …

პავლე მოციქული ამბობდა: ” სიყვარული სულგრძელია და ტკბილი. სიყვარული ილტვის, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველთვის ითმენს. სიყვარული ხომ თავად ღმერთია…”. და მაინც რა არის სიყვარული? ადამიანის გულებში დამკვიდრული ზეციური სხივია…სიყვარული ღამეებს გათენებინებს ფიქრში იმის ირგვლივ დაფრინავ…გაგონდება თითოელუ სიტყვა, ყოველი მოფერება, გაღიმება…ჩაფიქრებულს რომ გკითხავენ: “რაზე ფიქრობ?” და შენ პასუხობ არაფერზე…არაფერია სიყვარული და ამავდროულად ყველაფერია…! ეს ღვთიური ძალა ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს, ცოდოა ის ადამიანი რომელიც თავის ცხოვრებას დაასრულებს უსიყვარულოდ… როდესაც შეყვარებული ხარ ყველაფერს სხვა თვალით ხედავ… სიყვარულს შეუძლია განახოს ცხოვრების აზრი და ასევე დაგაკარგვინოს… სიყვარული ყველას სხვანაირად შეუძლია, მაგრამ გრძნობა ერთია… სიყვარულის დროს 2 სული ერთ სხეულსშია და 2 გული მხოლოდ ერთ რამისთვის ცემს…

ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე ვერავიზე შეძლებ ფიქრს. გგონია რომ ყოველთვის ერთად იქნებით, სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი დაგაშორებთ,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია,ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ. როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა… ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, ხუნდება…. პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა 10-ის 15-ის თუ 25 წლის ასაკში. ყველაზე ლამაზი ალბათ სიყვარული გარდატეხის ასაკშია, ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. ყველაფერი პირველი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა…….
პირველი სიყვარული ყოველთვის შენში რჩება!!!
რა არის სიყვარული?
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს.
გიყვერდეთ და დაუფრთხილდით, გწამდეთ რამეთუ ეს
გრძნობა ღმერთთან გვაახლოვებს…
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი,
თავგანწირული, უკვდავი…
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება…
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ – უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ…

სინანული

სინანული და აღსარება დღეს ყველაზე აუცილებელი რამ არის. ისინი იმისთვისაა საჭირო, რომ ეშმაკმა დაკარგოს უფლებები, ადამიანებმა საკუთარი ნებით რომ მიანიჭეს მას. ასეა: ადამიანები უფლებას აძლევენ ეშმაკს, ამის შედეგად კი ის მთელ ქვეყნიერებას ტანჯავს .
ადამიანის მიწიერ ცხოვრებას ცოდვა ჯოჯოხეთის სატანჯველად აქცევს. მაგრამ სულიერმა ბრძოლამ ცხოვრება შესაძლოა სამოთხედაც გარდაქმნას. თუ ადამიანს “ცოდვის წყვდიადიდან გამოსვლა” სურს, ყურადღებით უნდა გამოიკვლიოს საკუთარი სინდისი, – ეს ღვთისაგან ბოძებული “პირველი საღვთო სჯული” და საკუთარი შეცდომები და ცოდვები სიმდაბლით აღიაროს. ეს ღვაწლი “სინანულის უსასრულო ხელსაქმეს” მოაქვს და სულს საღმრთო ნუგეშს ანიჭებს .
მიუხედავად ადრინდელ ცოდვათა შენანებისა, ძველი სამარცხვინო ცხოვრების მიტოვებისა და ღმრთისგან შენდობის მიღებისა, ჩვენში მაინც რჩება მრავალი სულიერი სნეულებით, ვნებითა და ცოდვითი ჩვევით გამოწვეული ღრმა დაზიანება – დაავადებული გვაქვს გული, გონება, ნება, ყველა გრძნობა. ცოდვები, მართალია, მოგვეტევა, მაგრამ ვნებები ჯერაც ცოცხლობენ. ცოდვებს აღარ ვიქმთ, მაგრამ ცოდვითი მიდრეკილება, მათი ქმნის წყურვილი ცოცხალია და ეს ყოველივე მოითხოვს სინანულის კიდევ მრავალ შრომას, ბევრ ბრძოლას, ჩვენი მოწყალე მკურნალის – კაცთმოყვარე უფლის მიმართ მწუხარე ღაღადსა და ვედრებას. სადამდე? – სანამ ვცოცხლობთ ამქვეყნად.

სიკვდილის შიში ,.,.,.

თითოეული ადამიანი ადრე თუ გვიან უსვამს თავის თავს კითხვას: რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ნუთუ ყველაფერი დამთავრდება ბოლო ამოსუნთქვის დროს? თუ სიკვდილის მერე ისვ გავაგრძელებ ცხოვრებას?
ჩვენ ყოველთვის გვეშინოდა სიკვდილის ახლაც გვეშინია და ყოველთვის შეგვეშინდება მისი…
ნუთუ არსებობს სიკვდილის შემდეგ ცხოვრება? ალბათ სანამ არსებობს კაცობრიობა, ამ შეკითხვას დაუსვამს თავის თავს ყველა ისევ, ისევ და ისევ…

ცხოვრება მუდმივ შიშში სიკვდილის მოახლოებაზე, სულაც არ არის ცხოვრება… ამ შიშს ჩვენ ყოველთვის ვმალავთ: გავურბივართ მასზე ფიქრს, ვმალავთ ჩვენი თავისაგან და სხვასაც ვუმალავთ, მაგრამ გულის სიღრმეში ის მაინც გვახსენებს თავს.
სიკვდილზე საუბარი- ყოველთვის არასასიამოვნოა, მასზე ფიქრის დროსაც ცუდი შეგრძნება გვეუფლება… როდესაც ჩვენ გვესმის “ვიღაც მოკვდა,.. ვიღაც გარდაიცვალა…” მაშინვე ამ სიტყვას “ვაგდებთ” ჩვენი გონებიდან. იქ, სადაც მისი გაგონება შეუძლებელია, მაგრამ ძალაუნებურად მაინც ვფიქრობთ. ის ახლა “იქააა” ადრე თუ გვიან მეც ხომ იქ ვიქნები…

დააფასეთ ცხოვრება და დატკბით ყოველი წამით წუთით, საათით, დღით რომელიც თქვენ გაქვთ.. ეს წუთისოფელი ხომ ასეთი ხანმოკლეა…

ჩემი პირველი ნათლული <3

  • ჩემი პირველი ნათლული იაკო  :*  .

ყოველთვის მინდოდა რომ მყოლოდა
ნათლული როდესაც გავიგე რომ ბავშვი
უნდა მომენათლა ძალიან გამიახარდაა .

ნათლობა ნათლობა – ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგანია, რითაც მორწმუნე პირველად ეზიარება ქრისტიანობას, განიწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან, განერიდება ეშმას და ავ სულს, ნათლობით იწყება სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა. ესაა წყლით განბანვა და ხელახლა დაბადება. ნათლობა ხდება სულიწმიდის მადლით, მისი ძალით ხდება „განახლება ცოდვილი ადამიანის“, რომელიც წმ. ემბაზიდან პირველქმნილი შეცოდებისაგან განწმენდილ-გამართლებული გამოდის. საფუძვლად უდევს მაცხოვრის სიტყვები: „უკეთუ ვინმე არ იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოანე 3, 5).
ნათლობის საიდუმლო პიროვნებაზე ერთხელ აღესრულება: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა“ – მითითებულია სარწმუნოების სიმბოლოში. ადამიანი, რომელიც გულწრფელად აღიარებს ქრისტეს და მის მართლმადიდებელ სარწმუნოებას, სურს განაგდოს სატანა და შეუდგეს ქრისტეს, ღვთის უხილავი ძალით განიწმინდება ყველა ცოდვისაგან და შეერთვის წმიდა ეკლესიას. მან რაც უნდა მძიმედ შესცოდოს, თვით მწვალებლობამდეც კი, ნათლობა ხელმეორედ აღარ აღესრულება. საეკლესიო სამართალი, როგორც ცნობილია, არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობას ეკლესიასა და მის წევრებს შორის. ეკლესიის წევრებად კი, ცხადია, მონათლული ქრისტიანები ითვლებიან. ამიტომ ნათლობის აღსრულება იწვევს იურიდიულ შედეგებს: მონათლულზე, როგორც ქრისტიანზე გავრცელებს იწყებს საეკლესიო სამართალი, მოუნათლავზე კი კანონიკური ნორმები არ ვრცელდება. თუ, ვთქვათ, არაქრისტიანი შესცოდავს კაცის კვლით, იგი, ცხადია, რომ ოცი წლით უზიარებლობით ვერ დაისჯება, ვინაიდან, იგი საერთოდ არ არის წმიდა ეკლესიის წევრი. თვით საეკლესიო სასჯელთა ბუნებაც მიგვითითებს, რომ იგი მხოლოდ ქრისტიანთა სასჯელია, რადგან უზიარებლობა, ეკლესიიდან განყენება, ეკლესიიდან განკვეთა, ანათემა და ა. შ. არაქრისტიანის სასჯელი ვერ იქნება, სხვაგვარი სასჯელი კი, საეკლესიო სამართალში, როგორც წესი, არაა. ნათლობის საიდუმლო იწვევს გარკვეულ ცვლილებებს ადამიანის უფლებებსა და ვალდებულებებში ეკლესიასთან მიმართებაში. ნათლობის შემდეგ ქრისტიანს უფლება ეძლევა: ა) დაესწროს ყველა მსახურებას; ბ) მიიღოს საერო პირისთვის ნებადართული სიწმიდეები; გ) მონაწილეობა მიიღოს საღმრთო საიდუმლოებში; დ) მოხსენიებული იქნეს ყველა მსახურებაში, როგორც სი-ცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ. მონათლულ ქრისტიანს ეკრძალება: ა) ხელმეორედ მოინათლოს; ბ) წინაღუდგეს წმიდა წერილს, საეკლესიო ნორმებს და საპატრიარქო (სამღვდელმთავრო) კურთხევას; გ) დაესწროს არამართლმადიდებლურ მსახურებას ან მო-ნაწილეობა მიიღოს მასში; დ) მიიღოს ნაკერპალი, ნამშთვარი ან სხვა რამ წარმართული მსახურებებიდან. საინტერესოა ის საკითხიც, თუ როდის ითვლება ნათლობის საიდუმლო აღსრულებულად, ანუ როდიდან ჩაითვლება პირი ეკლესიის წევრად. ნათლისღების საიდუმლო აღსრულებულად ჩაითვლება ადამიანის წმიდა სამების სახელით მონათვლისთანავე. შეიძლება მონათლულ იქნეს მხოლოდ ქმედუნარიანი ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედება. რა თქმა უნდა, დასაშვებია, და პირიქით მიზანშეწონილიცაა ბავშვის, ან ქმედუუნაროს მონათვლა, მაგრამ ეს ხდება მშობლების (ახლობლის, ნათლიის) და არა მოსანათლის სარწმუნოებით. იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი სურვილს გამოთქვამს მონათვლისა, მაგრამ მშობლები ამის კატეგორიული წინააღმდეგი არიან, სასულიერო პირს უფლება არ აქვს ბავშვი მონათლოს, თუმცა გამონაკლისი დასაშვებია. ჩვეულებისამებრ ნათლობას მღვდელი ან ეპისკოპოსი ასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსანათლი მომაკვდავია, დაიშვება ნათლისღების საიდუმლოს შემცირება, რათა ადამიანი უნათლავი არ წავიდეს ამ ქვეყნიდან. უფრო მეტიც, უკიდურესი შემთხვეისას, როცა ღვთისმსახურის მოყვანა არ ხერხდება, ნათლობა შეიძლება შეასრულოს საერო პირმაც მხოლოდ ნათლობის ფორმულის წარმოთქმით. თუ მონათლული გარდაიცვლება, ეს ნათლობა მას ჭეშმარიტ ნათლობად შეერაცხება, ხოლო გადარჩენის შემთხვევაში ნათლობა მღვდელმსახურმა უნდა დაასრულოს. საეკლესიო კანონებით იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დანამდვილებით იმის დადგენა ჭეშმარიტად ნათელღებულია თუ არა ესა თუ ის პიროვნება, როცა არც მას და არც მის ახლობლებს ახსოვთ, დაიშვება მონათვლა, თუნდაც რომ მეორე იყოს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ნათლობის ფორმულას წინ ერთვის სიტყვები: „თუ არა ნათელღებულ იყოს…“.