…..სიყვარული ….

სიყვარული …

პავლე მოციქული ამბობდა: ” სიყვარული სულგრძელია და ტკბილი. სიყვარული ილტვის, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველთვის ითმენს. სიყვარული ხომ თავად ღმერთია…”. და მაინც რა არის სიყვარული? ადამიანის გულებში დამკვიდრული ზეციური სხივია…სიყვარული ღამეებს გათენებინებს ფიქრში იმის ირგვლივ დაფრინავ…გაგონდება თითოელუ სიტყვა, ყოველი მოფერება, გაღიმება…ჩაფიქრებულს რომ გკითხავენ: “რაზე ფიქრობ?” და შენ პასუხობ არაფერზე…არაფერია სიყვარული და ამავდროულად ყველაფერია…! ეს ღვთიური ძალა ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს, ცოდოა ის ადამიანი რომელიც თავის ცხოვრებას დაასრულებს უსიყვარულოდ… როდესაც შეყვარებული ხარ ყველაფერს სხვა თვალით ხედავ… სიყვარულს შეუძლია განახოს ცხოვრების აზრი და ასევე დაგაკარგვინოს… სიყვარული ყველას სხვანაირად შეუძლია, მაგრამ გრძნობა ერთია… სიყვარულის დროს 2 სული ერთ სხეულსშია და 2 გული მხოლოდ ერთ რამისთვის ცემს…

ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.ის გათბობს და გეალერსება თავისი სხივებით. ის შენ სამყაროს ცენტრი გგონია, დღე იწყება მასზე ფიქრით და მთავრდევბა ისევ მასზე ფიქრით,ხშირად სიზმარშიც შენი სტუმარია, ძილშიც კი მასზე ოცნებობ. ყველგან და ყოველთვის მისი სახელი გაკერია პირზე,მასზე საუბარი შენთვის ყველაზე სასურველი თემაა,არასოდეს გელევა სიტყვები მასზე სასაუბროთ,ვინც არ უნდა ეცადოს ვერავინ შეგაცვლევინებს მასზე ფიქრს,სხვაზე ვერავიზე შეძლებ ფიქრს. გგონია რომ ყოველთვის ერთად იქნებით, სიცოცხლის ბოლომდე ვერაფერი დაგაშორებთ,მის გვერდით თავს დაცულად გრძნობ და არაფრის გეშინია. სიყვარული ხშირად შენზე ძლიერია,ზოგჯერ არ გყოფნის გულში ადგილი რომ ის დაიტიო, გინდა იყვირო რომ გიყვარს, გგონია რომ ვერავინ ზიანს ვერ მიაყენენებს შენს სიყვარულს, ვერავინ შეეხება, როცა დაცვა გჭირდება ყველაზე ძლიერი ხდები და ყველას შეებრძოლები მთებსაც კი შეძრავ. როცა იჩხუბებთ ფიქრობ რომ სამუდამოდ დაკარგე, ამ დროს გავიწყდება ყველაფერი, სამყარო წყვეტს არსებობას, გახსოვს მხოლოდ მისი სახე, ხმა, შეხება, კოცნა… ამ დროს შენ ყველაზე უბედური ხარ, სიყვარული ამ დროს უფრო მატულობს, სიყვარული ყოველდღე იზრდება არასოდეს კარგავს თავის პირველ მდგომარეობას, არ წყდება, არ უფერულდება, ხუნდება…. პირველი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა 10-ის 15-ის თუ 25 წლის ასაკში. ყველაზე ლამაზი ალბათ სიყვარული გარდატეხის ასაკშია, ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. ყველაფერი პირველი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი კოცნა…….
პირველი სიყვარული ყოველთვის შენში რჩება!!!
რა არის სიყვარული?
ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს.
გიყვერდეთ და დაუფრთხილდით, გწამდეთ რამეთუ ეს
გრძნობა ღმერთთან გვაახლოვებს…
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი,
თავგანწირული, უკვდავი…
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება…
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ – უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ…

დატოვე კომენტარი